საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შალვლიაშვილმა გუშინ პრემიერს გადადგომის თხოვნით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავლიაშვილის შემცვლელად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა.
კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი მოადგილეები ავტომატურად ტოვებენ თანამდებობას.
მასალის გამოყენების პირობები