ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ავლაბრის რეზიდენციაში.
ოფიციალურ ცერემონიაზე ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს.
სახელმწიფო ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა შეასრულა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში მოხდა ბელარუსის რესპუბლიკის და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გაცნობა.
საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
მათ შორის არიან: საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ელჩი ბელარუსში და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.
ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ბელარუსის ვიცე-პრემიერი, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მრეწველობის მინისტრები.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
მოგვიანებით კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები