ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. ახალი რედაქციის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, მათი უკანონო გასაღებისგან იმიჯნება.
შესაბამისად, შემცირებულია სასჯელის ზედა ზღვარი და 11 წლის ნაცვლად 6 წლით განისაზღვრება.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები