საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს აღლუმი არ გაიმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას განაცხადა რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სამინისტროების პროექტები, ასევე გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა.
,, როგორც შარშან წელსაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა საშუალება მიიღოს მონაწილეობა იმ საზეიმო ღონისძიებაში რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი აღნიშნული თარიღისთვის. აღლუმი არ იქნება, ჩვენ დავამკვიდრეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ტრადიცია, როდესაც ჩვენ გვაქვს ფიცის დადების ცერემონია, ეს იქნება წელსაც თავისუფლების მოედანზე. შემდგომ გვექნება სახალხო სეირნობა”, _განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღის ბოლოს პარლამენტის შენობის წინ გალა-კონცერტი გაიმართება. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
ცქიტიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით, არაა ცნობილი თუ რა თანხა დაუჯდება ბიუჯეტს 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები