"ბიბისის" ცნობით, ყახაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ნაზარბაევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 97,7 პროცენტი დააგროვა.
მისმა კონკურენტმა, კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ტურგუნ სიზდიკოვმა 1,6 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა აბელგაზი კუსაინოვმა მხოლოდ 0,07 პროცენტის მოპოვება შეძლო.
არჩევნების საბოლოო შედეგები 3 მაისამდე გამოცხადდება.
ყახაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის სახალხო კრების საბჭომ არჩევნების წელს გამართვა მოითხოვა.
ყახაზეთს ნურსულთან ნაზარბაევი უკვე 25 წელზე მეტია მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები მას ოპოზიციის მუდმივ ზეწოლაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები