დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობით, დევნილ სტუდენტებს - ლევან ხაბურძანიას, ალბერტ ბუზალაძესა და ლიკა ჩიკვაიძეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ მოუწევთ, რადგან დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობითა და კომპანია „გალფი“-ს დახმარებით მათი 1 წლის სწავლის საფასურს კომპანია სრულად დაფარავს. რადიო „ათინათთან“ საუბარში დევნილთა სამმარელოს მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა განაცხადა, რომ მომავალში იგეგმება დიდ კომპანიებთან მემორანდუმის გაფორმება, რომლის საფუძველზეც კომპანიები დაინტერესდებიან დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდით.
მასალის გამოყენების პირობები