საქართველოს შს-თა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ინტენსიური ოპერატიული მუშაობა გრძელდება დასადგენად იმ პირებისა, რომლებიც პანკისის ხეობიდან სირიის მიმართულებით მოქალაქეთა ორგანიზებულ გაყვანას უზრუნველყოფენ. ლევან იზორიას განმარტებით, არსებობს არაერთი კონკრეტული ინფორმაცია, რომელსაც მტკიცებულებებით გამყარება სჭირდება. „ამაზე ახლო მომავალში გაიგებთ სიახლეებს" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ლევან იზორიამ.
შს-თა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთავრობამ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივითაც მიმართა. „ეს კომპლექსური ცვლილებები მოიცავს თითქმის ყველა შესაძლო შემთხვევას, რომელიც პოტენციურად უკავშირდება უცხოეთში საქართველოს მოქალაქის ტერორისტულ საქმიანობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები