პოლიტიკა
ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა
თანამდებებობა სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან ყიფიანმა დატოვა. სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში ყიფიანის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღეს, სადაც გადაწყდა რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. დღეს სამინისტროში 12 საათზე საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული. თუმცა, რა საკითხთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ კონკრეტდება. არ არის გამორიცხული, რომ პრესკონფერენცია საკადრო გადაწყვეტილებას და უწყებიდან ლევან ყიფიანის წასვლას უკავშირდებოდეს. ამ გადაწყვეტილებამდე კი მან გუშინ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ განიხილებოდა, რომ რჩებოდა პოსტზე და აგრძელებდა საქმიანობას. როგორც ცნობილია, ყიფიანის საქმიანობით უკმაყოფილოა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი. გუშინ კომიტეტის 11-მა წევრმა უმრავლესობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.