საქართველოს მთავრობის ადმინსტრაცია ლევან ყიფიანის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. სახელმწიფო კანცელარიაში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია და ისიც ელოდება ბრიფინგს სპორტის სამინისტროში, რომელიც 12 საათზეა ჩანიშნული. რაც შეეხება მისი გადადგომის შესახებ გაკეთებლ განცხადებებს დანელია ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს.-"ვერაფერს ვერ გეტყვით დაველოდოთ ბრიფინგს. მე მოვიაზრებ ჩემს თავს გუნდში ბუნებრივია, შესაბამისად სად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჯერ-ჯერობით წასვლას არ ვაპირებ არსად".- ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
“ჯერ-ჯერობით არ ვფლობ ინფორმაციას, არ ვაკეთებთ კომენტარს ჯერ-ჯერობით”-აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები