პოლიტიკა
ბალტიმორში კომენდანტის საათი ამოქმედდა
კომენდანტის საათის ამოქმედებიდან აშშ - ის ქალაქ ბალტიმორში პოლიციელბმა "სულ 10 ადამიანი დააკავეს",- განაცხადა ქალაქის პოლიციის კომისარმა ენტონი ბატსმა. ბალტიმორში დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა, აქტივისტებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურა და პოლიციას დაუპირისპირდნენ. კომენდანტის საათის რეჟიმის უზრუნველსაყოფად, რომელიც დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე მოქმედებს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
პროტესტები ბალტიმორში 19 აპრილიდან ყოველ დღე იმართება, მას შემდეგ,რაც ბალტიმორის მცხოვრები, 25 წლის ფრედი გრეი გარდაიცალა. ფერადკანიანი გრეი 12 აპრილს დააკავეს, მას ხერხემლისა დ კისრის არეში, ჯერაც აუხსნელი დაზიანებები აღმოაჩნდა, რომელთა შედეგად, ის დაკავებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები