ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია. დოკუმენტს პარლამენტში ყველა პარტიამ ერთხმად დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ.
2015 წლის 18 მარტს ჩეხეთის პარლამენტის სენატმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დღეს პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო დადგენილება აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ.
ჩეხეთის რესპუბლიკა რიგით მე-19 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.
მასალის გამოყენების პირობები