პოლიტიკა
გიგი უგულავა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
გიგი უგულავას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სარჩელით მოთხოვნილია, უგულავას 9-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად კიდევ ერთხელ შეფარდებული პატიმრობის გაუქმება.
როგორც ადვოკატი აცხადებს, სარჩელი დასაბუთებულია და არსებობს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად სცნობს, უგულავასთვის შეფარდებულ ბოლო აღკვეთის ღონისძიებას.
რაც შეხება ვადებს, როგორც ბექა ბასილაიამ განმარტა, იმ პირობებში, როდესაც უგულავას უფლებები პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გამო დარღვეულია, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი სწრაფად უნდა განიხილოს.
დედაქალაქის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა 3 აპრილს ეწურებოდა, რამდენიმე დღით ადრე, მას 7 ნოემბრის საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინეს, რის საფუძველზეც პროკურატურამ უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები