ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია: ეკონომიკის სამინისტრო - გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის სამინისტრო - კახა კალაძე, ჯანდაცვის სამინისტრო - დავით სერგეენკო, დევნილთა სამინისტრო - სოზარ სუბარი, განათლება - თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობა - ოთარ დანელია, რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა - ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტრო - ნოდარ ხადური, კულტურის სამინისტრო – მიხეილ გიორგაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო – თამარ ბერუჩაშვილი, იუსტიციის სამინისტრო – თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების სამინისტრო – გიორგი მღებრიშვილი.
ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას დავით ბაქრაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – პაატა ზაქარეიშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე კი ისევ გელა დუმბაძეა წარდგენილი.
კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ – პარლამენტს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთვევაში ხელახალი ნდობის მიღება სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები