საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგინა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
"დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა წარმომიდგინა მე მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმისთვის, რომ წარვადგინო პარლამენტში. ბოლო კვირაში რაც ვნახეთ, რომ ერთი მინისტრი წინა დღეს ამბობდა არ გადავდგებიო, მეორე დღეს კი თანამდებობიდან წავიდა, მგონია არ არის სწორი. არ ვიცი რამდენად სწორია ის ვითარება, როდესაც ასეთი სიხშირით იცვლება თავდაცვის მინისტრი. ვფიქრობ, მთავრობა ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობს. სწორედ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს უნდა მივცე ერთ კვირიანი ვადა ნორმალურად შეარჩიოს მთავრობის წევრები, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას. რთული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, ამიტომ მე დღეს ხელს არ ვაწერ აღნიშნულ შეთანხმებას. " - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები