რუს ბაიკერებს გერმანიაში გადაადგილების ნება დართეს
11:45 / 04.05.2015
რუსი ბაიკერები, მოტოკლუბიდან "ღამის მგლები“, რომლებიც მანამდე გერმანიის ტერიტორიაზე დააკავეს, მოტოგარბენს განაგრძობენ. კვირას ბაიკერებმა გერმანიის საზღვარი გადაკვეთეს, მიუნჰენში ისინი პოლიციამ დოკუმენტების შესამოწმებლად დააკავა. მოგვიანებით ბაიკერები გაათავისუფლეს. რამდენმა ბაიკერმა შეძლო გერმანიის საზღვრის გადაკვეთა, მოტოკლუბის წევრები არ აზუსტებენ. ბავარიის პოლიციის შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 10-მდე „მგელი“ იმყოფება. უახლოეს დროში ბაიკერები დაჰაუს მემორიალური კომპლექსის მონახულებას, ხოლო შაბათს, ვენაში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის ყვავილებით შემკობას გეგმავენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები