"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობას 73 რაიონიდან ჩამოსული 1681 დელეგატი, პარლამენტარები, მთავრობის წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებიან.
ფილარმონიაში გამართულ პარტიული ყრილობის, მუშაობაში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.
ყრილობაზე პარტიის წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პარტიას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს, რომლის გაფართოებული შემადგენლობაც დღეს გახდება ცნობილი. ხოლო, პარტიის თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები