ტაილანდში ჟურნალისტები ტყუილისთვის შეიძლება სიკვდილით დასაჯონ
11:41 / 07.05.2015
„უბრალოდ სიკვდილით დავსჯით“, – ასე გამოეხმაურა ტაილანდის სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი პრაიუტ ჩან-ოჩა რეპორტიორების კითხვებს, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყნის ხელისუფლება იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ , ვინც სიმართლეს არ ამბობს. მანამდე პრაიუტი ამბობდა, რომ შეუძლია ქვეყანაში ნებისმიერი მედიასაშუალების დახურვა. თუმცა ახლა, როგორც ირკვევა, ტაილანდელი სამხედროები, რომლებიც გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ, უფრო სერიოზულად არიან განწყობილები. „არ არის აუცილებელი, მთავრობის მხარე იყოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ სიმართლის მხარეს“, – განაცხადა გენერალმა. მისი აზრით, ეს აზიურ სახელმწიფოში ერთიანობის მიღწევის ერთადერთი საშუალებაა. პრაიუტი ტაილანდის სათავეში გასული წლის მაისში მოვიდა, როდესაც მან ქვეყნის ხელისუფლება დაამხო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები