მოსკოვის ოლქის დაბა ობუხოვოში ლიპეცკის საქალაქო საბჭოს დეპუტატის მიხაილ პახომოვის გვამი ცემენტიან კასრში იპოვეს, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია. განცხდებაში ხაზგასმულია, რომ პახომოვი 12 თებერვალს გაიტაცეს და შემდეგ მოკლეს. პოლიციამ ოთხი სავარაუდო შემსრულებელი და მკვლელობის დამკვეთი - მოსკოვის ოლქში რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი ევგენია ხარიტონოვა დააკავა. ხუთივე ეჭვმიტანილს პახომოვის გატაცებაში ედება ბრალი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დეპუტატის გატაცებაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი ვინაობა და ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
37 წლის მიხაილ პახომოვი 2003 წლიდან "ედინაია რასია" -ს და საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ოპორა როსიი"-ს წევრი იყო.
მასალის გამოყენების პირობები