Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" ვერ შეთანხმდნენ
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის მოლაპარაკებებში შედეგი ვერ იქნა მიღწეული ,- ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი განაცხადა. ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა თემაზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო. "რამდენიმე დღის ინტენსიური მუშაობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე, მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზება შეუძლებელი გახდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა საკითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის თაობაზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო. მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმცირესობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებების პროცესში. მათ სათანადო კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გამოავლინეს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი ვერ იქნა მიღწეული", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო პროდუქტიულად მოხდება მუშაობა. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "დევნის კამპანიის შეჩერებაზე" ვერ შეთანხმდნენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. მისი თქმით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ლიდერების დონეზე იმუნიტეტს არავინ ითხოვს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ფორმით დაკავშირებული პირების დაკითხვებზე ტარება უნდა შეწყდეს. "თუ ვსაუბრობთ კოჰაბიტაციაზე, თუ ვთანხმდებით საკონსტიტუციო მოდელზე, ეს ვერ მოხდება, როცა ამ წუთისთვის 15 000-მდე ადამიანი დაკითხულია მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ფორმით უკავშირდებიან "ნაციონალურ მოძრაობას". ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გახმაურებულ საქმეებზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ ცხოვრებასა და ურთიერთობაზე, ამ პროცესის გარეშე ეს შეუძლებელია. შეჩერდეს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. უნდა იყოს სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა, არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის განადგურება და ვიაროთ შერიგების და არა დაპირისპირების გაღრმავების გზით", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.