პოლიტიკა
ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი ლიდერის "უპატივცემულობისთვის“ დახვრიტეს
სამხრეთ კორეის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხიონ იონ ჩხოლი ა.წ. 30 აპრილს სიკვდილით დასაჯეს. ის საზენიტო იარაღით დახვრიტეს, ბრალად კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უპატივცემულობა დასდეს. "როიტერის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც ერთ-ერთ სამხედრო ღონისძიებაზე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა, თავდაცვის მინისტრს ჩაეძინა. თუმცა ჩრდილოეთ კორეაში დასჯის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება.
სამხრეთ კორეის დაზვერვა ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეაში მაღალი თანამადებობის პირების დასჯის შესახებ. მაგალითად, 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიკვდილით დასაჯეს ქვეყნის ლიდერის ბიძა, რომელიც კორუფციასა და ცხოვრების ამორალურ წესში დაადანაშაულეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები