თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის, მე-4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას და სხვა სამხედრო პირთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს წინასასამართლო პროცესი შედგება, რის შემდეგაც 14 დღის ვადაში საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს. ბაჩო ახალაიას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი. მას თავისუფლების უკანონო აღკვეთას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და წამებას ედავებიან.ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ, 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები