საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია ფრაქცია ,,რესპუბლიკელებში” გადადის. როგორც ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცახდა, კორძაიამ თავად მიმართა ფრაქცია ,,რესპუბლიკელებს” გაწევრიანების თაობაზე.
,,საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ის უკავშირებს ,,რესპუბლიკურ" პარტიას. მან დაწერა განცხადება ფრაქციაში შემოსვლის სურვილით. ფრაქცია ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფრაქცია ,,ქართული ოცნება" დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები