საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. ამასთან, საუბარია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებაზეც. ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ ფორმატში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განხილვა მიმდინარეობს და ლოგიკურია შეხვედრებს ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტი ესწრებოდეს. "შეიძლება პატარა ცვლილება იყოს ჩვენს ფორმატში. თუ აქამდე თქვენი მონა-მორჩილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და რუსეთის მხრიდანაც ასე იყო, ახლა შეიძლება, ამ შეხვედრას დაესწროს თითო ექსპერტი ეკონომიკის სამინისტროდან. რადგან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და არის სპეციფიკური თემები, ეს ლოგიკურია, რომ შეხვედრას ესწრებოდეს იმ უწყების წარმომადგენელი, ექსპერტი, რომელიც უფრო ჩახედულია ამ თემებში. სხვათა შორის, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ ის წინადადებები, რჩევები, თუნდაც კრიტიკა, რაც გვესმის ხოლმე ჩვენი კოლეგების, თუ ოპონენტებისგან და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები