უკრაინა რუსეთის საზღვრის გასწვრივ დამცავი კედლის აგებაში 200 მილიონის დახარჯვას გეგმავს, აქედან ნახევარი მიმდინარე წელს დაიხარჯება.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზღვარზე დამცავი კედლის საერთო სიგრძე ორი ათასი კილომეტრი იქნება. მისი მშენებლობა სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. კედელი ოთხი მეტრის სისქის იქნება და ორი მეტრის სიღრმეში ჩააშენებენ. კედლის გასწვრივ 17-მეტრიანი სათვალთვალო კოშკები და სასაზღვრო საკონტროლო პუნქტები გაიხსნება, რომლებიც უსაფრთხოების სპეციალური მოწყობილობებით აღიჭურვება. მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები