წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია 26 მაისს 13 საათზე გაიმართება. ფიცს საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო ღონისძიებებშიც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას თქმით, გიორგი მარგველაშვილი დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება ქუთაისში და იქ სამხედროებთან ერთად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირს,აქ გამოიფინება „დელტას“ ტიპის სამხედრო ტექნიკა.იქნება შვეულმფრენების გადაფრენაც.
საკოორდინაციო შემოფრენას, ხვალ 13 საათიდან 15 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და „L39“ ტიპის თვითმფრინავები განახორციელებენ. სახალხო ღონისძიების რეპეტიცია გაიმართება 25 მაისს 16-დან 18 საათამდე და მოძრაობა შეიზღუდება 26 მაისის დღის ბოლომდე რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.
26 მაისს- თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთში შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები