პოლიტიკა
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურებში ცვლილებები შევა
სისხლის სამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესსა და პროცედურებში ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში ინიცირებულია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორი და ინიციატორია დეპუტატი გედევან ფოფხაძე.  პროექტის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მოსამართლეს ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხარეებს და მსაჯულობის კანდიდატებს გონივრული ვადა განუსაზღვროს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე ეტაპზე 18 წელს მიღწეულ პირთა ერთიანი სიიდან, 30 კანდიდატის ნაცვლად, მსაჯულობის 100 კანდიდატი შეირჩევა. გარდა ამისა, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თითოეული მხარე, ნაცვლად 12 დაუსაბუთებელი აცილებისა, 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით ისარგებლებს. როგორც გედევან ფოფხაძე განმარტავს, პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.
"სასამართლო პრაქტიკის განზოგადების შედეგად ირკვევა, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურება ხშირ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის სირთულითა და მისი არაგონივრული გაჭიანურებითაა განპირობებული. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა დაახლოებით 5-დან 8-მდე შერჩევის სხდომას საჭიროებს და ერთ თვეზე უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ასევე ნაფიც მსაჯულთა მოტივაციასა და მიუკერძოებლობაზე", - აცხადებს გედევან ფოფხაძე. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.