პოლიტიკა
რიგაში ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიხსნება
21-22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი) წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტს უხელმძღვანელებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად, ევროკავშირს წარმოადგენს, მასპინძელი კი ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა იქნება. სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი. სამიტის პლენარული სესია 22 მაისს გაიმართება,რომლის ბოლოს მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის (EAP) წინადადება, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატი, თავდაპირველად შვედეთისა და პოლონეთის მიერ იყო ინიცირებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მის მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს. პირველი სამიტი - 2009 წლის 7 მაისს, პრაღაში, მეორე 2011 წლის 29-30 სექტემბერს - ვარშავაში, მესამე სამიტი კი 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ვილნიუსში გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.