„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციამ აღიარა და მათ მოკავშირეებად მიიჩნევს“, - ამის შესახებ ბრიუსელში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური სხდომის შედეგების განხილვისას,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა,იტყობინება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდი.
"ეს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო - რეალობაა. ჩვენ, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ ამ სახელმწიფოების ყოველმხრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ყველა სხვა სფეროში ჩამოყალიბებას. ვთანამშრომლობთ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან არ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ავანტიურები ", — თქვა ლავროვმა.
კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა რუსეთი ევროპის საბჭოს რეზოლუციებს, მინისტრმა უპასუხა, რომ მან არაფერი იცის ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ. მისი თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ საერთაშორისო წარმომადგენლების წვდომის საკითხებზე საუბარი „ უშუალოდ ამ სახელმწიფოების ხელმძღვანელობებთან არის აუცილებელი “. „რამდენადაც მე ვიცი, მსგავსი ვიზიტები რეგულარულად ხდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ევროპული და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები სტუმრობენ. როგორც ჩვენ გვიყვებიან ხოლმე, რეგულარული კონტაქტების მსვლელობისას, ამ ქვეყნების მთავრობები მზად არიან გულწრფელი და ღია დიალოგისთვის საერთაშორისო სტრუქტურებთან, იქნება ეს ევროპის საბჭო, გაერო თუ ეუთო", — დასძინა მან.
ბრიუსელში გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ სხდომასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები