ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იმედოვნებს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ძალაში წლის ბოლომდე შევა. როგორც რიგაში ჟურნალისტებთან ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო თუ ევროპული გზით სიარულს გააგრძლებს, მისთვის ევროპის კარი ღია იქნება.
მისივე თქმით, საქართველომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღია.
,,ჩვენი პოლიტიკური სურვილი და თქვენი პოლიტიკური ვალდებულება ევროპული არჩევანია. თუ ამ გზას განაგრძობთ თქვენთვის ევროპის კარი ღია იქნება. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ფაქტობრივად, უკრაინაში ომის დროს. დიდი იმედი მაქვს უვიზო რეჟიმი წლის ბოლომდე შევა ძალაში”, -განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
შეგახსენებთ, რომ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ორწელიწადში ერთხელ იმართება და მის მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები