პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტად ანჯეი დუდა აირჩიეს
ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი, ანჯეი დუდა იმარჯვებს, რომელიც ოპოზიციური პარტიის "სამართალი და სამართლიანობა" წევრია. დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ - 47 პროცენტი. არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელმა 56,1% შეადგინა. იმ დროს, როდესაც კომაროვსკი წინასაარჩევნო კამპანიაში , ძირითადად, თავის გამოცდილებაზე აკეთებდა აქცენტს, დუდა- ცვლილებებზე საუბრობდა. კერძოდ, მან პირობა დადო, რომ გააუქმებდა კანონს, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გადაწევის შესახებ, შემოიღებდა საგადასახადო შეღავათებს და მხარს დაუჭერდა ახალგაზრდა და ნაკლებად შეძლებულ ოჯახებს. ევროპარლამენტის წევრი, პროფესიით იურისტი, 43 წლის დუდა იყო პოლონეთს სეიმის დეპუტატი, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში.
ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ იგი ქვეყნის არჩევანს პატივს სცემს და არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან, ანჯეი დუდას გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 24 მაისს გაიმართა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები