Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მანანა მანჯგალაძე: "მთავარი პროკურორის განცხადება ბინძური ტყუილია"
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას ბინძური ტყუილი უწოდა. როგორც მანჯგალაძემ  ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში განცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი ტელეკომპანია "იმედის" იმჟამინდელ ერთ-ერთ მფლობელს ჯოზეფ ქეის თავისი კუთვნილი წილის დათმობის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. "გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი. სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ძნელია ილაპარაკო კოჰაბიტაციაზე, როცა ასეთი მეთოდებით იბრძვის მეორე მხარე. ამ პროცესებში პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეუძლებელია ერთი მხრივ ილაპარაკო კოჰაბიტაციაზე და მეორე მხრივ, აწარმოო ბინძური ფაბრიკაცია როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე იმ 25 ათასი მოქალაქის მიმართ, რომლებიც სხვადასხვა უწყების თანამშრომლები არიან", - განაცხადა მანჯგალაძემ. საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხოს. როგორც კბილაშვილმა გუშინ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, ჯოზეფ ქეიმ მისცა ჩვენება სადაც წერია, რომ "ტელეიმედის" მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად. "ჯოზეფ ქეის განმარტებით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაერეგულირებინა გამწვავებული ურთიერთობა პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის. მისი ჩვენებით, ის ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში, 2008 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში და გამართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან. ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან გამომდინარე, ის ადასტურებს, რომ "ტელეიმედის" მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად. შესაძლებელია, რომ გამოძიების მიმდინარეობის კვალობაზე ამ საკითხის გამორკვევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყოს მოწმედ", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ქეის თქმით, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი დეკემბერში შედგა, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული "ტელეიმედის" დათმობის შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.