Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/gigiii-ugulava.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/gigiii-ugulava.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/gigiii-ugulava.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/gigiii-ugulava.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით მილიონის გადახდას არ აპირებს, რადგან არ აქვს
მილიონის გადახდას არ და ვერ ვაპირებ, იმიტომ, რომ არ მაქვს, -  განცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე. მან  აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდული უწოდა. "როგორი  აბსურდულიც არის ბრალდება, ისეთივე აბსურდულია მოთხოვნები აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მილიონის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არ მაქვს. ქართულ პოლიტიკაში მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შეუძლია ამის გადახდა - კოლმეურნეობის თავჯდომარის სახელსა და გვარს აღარ დავასახელებ", - განაცხადა უგულავამ. რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათისაა. "ივანიშვილის მიზანი უკვე გაცხადებულია - ეს არის თბილისის მერიის ხელში ჩაგდება, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების. მიზანი არის ის, რომ მის გეგმებში არ შედის ჩვენი, როგორც ოპოზიციის არსებობა, აქედან გამომდინარე, ეს სასამართლო პროცესიც ამ კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული", -აცხადებს უგულავა. საქართველოდან გაუსვლელობის შესახებ მოთხოვნაზე კი უგულავა პასუხობს, რომ ხელისუფლების შეიცვალის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საზღვარგარეთ და საქართველოს დატოვებას არ გეგმავს. "გაქცევას აქამდეც არსად ვაპირებდი და ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ ივანიშვილს. რაც შეეხება საგამოძოებო ორგანოებში ყოველ კვირას გამოცხადების შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკუთარ პოლიტიკურ იარაღად ქცეული პროკურატურის "გაბანძება", - განაცხადა უგულავამ. ამასთან, თბილისის მერი ითხოვს, რომ მასთან დაკავშირებულ პროცესებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მედიის დასწრება. პროკურატურამ ქალაქის მერის,  გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ასევე, პროკურატურამ სასამართლოს უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.