აშშ - ის სენატმა „პატრიოტული აქტის“ მოქმედება შეაჩერა, აღნიშნული კანონის მოქალაქეებზე თვალთვალის რეგლამენტს არეგულირებდა.
კანონი 2001 წელს, დროებითი ზომის სახით მიიღეს, პირველ ივნისს მისი მოქმედების ვადა ამოიწურა. მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას მოწოდებისა, კვირას, სენატში კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირეს. რესპუბლიკელი სენოტორი რენდ პოლი თვლის, რომ კანონი ამერიკის კონსტიტუციის მეოთხე შესწორებას ეწინააღმდეგება. ამასთან, სენატორები გეგმავენ უახლოეს დღეებში იმსჯელონ „ აშშ-ის თავისულფების შესახებ აქტზე“, რომელიც, სავარაუდოდ „პატრიოტულ აქტს„ ჩაანაცვლებს. კანონმა სპეცსამსახურებს, გარკვეული შეზღუდვების დაწესებით, თავისი მოვალეობების შესრულების საშულება უნდა მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები