დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა დაბადების დღე მიულოცეს. იუბილესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოში მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ. სტუმრებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ და თავდაცვის ატაშემ უმასპინძლეს. ელჩმა საპატიო სტუმრად საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები