პოლიტიკა
იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების წესების გამკაცრებაზე მომზადებული კანონპროექტი გადამუშავდა
საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების წესების გამკაცრებასა და ამ მიმართულებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს,  პარლამენტი პირვანდელი ვარიანტისგან გადამუშავებული სახით მიიღებს. იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებები რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადამუშავდა. პროექტით განსაზღვრული ძირითადი სიმკაცრე თავდაცვის მოკლელულიან იარაღს შეეხება.  კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს: იმ შემთხვევაში, თუკი პირი ნასამართლევია, მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ახლაც არ შეუძლია. გამკაცრება კი მდგომარეობს იმაში, რომ ნასამართლეობის მოხსნის, ან გაქარწყლების შემდეგ, ე.წ. მსჯავრდების პერიოდი აითვლება, რომლის განმავლობაშიც პირისთვის იარაღის ქონაზე აკრძალვა კვლავ შენარჩუნდება. წესდება 4-წლიანი, 8-წლიანი და 12-წლიანი პერიოდი, რა ხნის განმავლობაშიც პიროვნებას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლება არ ექნება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ჰქონდა შენიშვნა, რაც ინიციატორთან – იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერდა. კერძოდ კი, მსჯავრდებიდან გამომდინარე შეზღუდვები, რომელიც ნასამართლეობის მოხსნის, ან გაქარწყლების შემდეგ უნდა აითვალოს, სანადირო და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღზე არ გავრცელდება, ანუ თუკი პირს ნასამართლეობა გაუქარწყლდება ან მოეხსნება, სანადირო თუ სპორტული იარაღის შეძენას შესძლებს, მაგრამ სხვა სახის იარაღს ვერ შეიძენს. კიდევ ერთი ცვლილება მდგომარეობს იმაში, რომ დღესდღეობით იარაღის შენახვისა და გადატანის წესები გაწერილია მინისტრის ბრძანებაში. აღნიშნული იცვლება და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-გადატანის წესები "იარაღის შესახებ" კანონით დარეგულირდება. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. მას უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.