პოლიტიკა
2016 წელს მაჟორიტარულ არჩევნებზე 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდება

2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება, - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თუმცა, მისი განმარტებით, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და 50-პროცენტიანი ბარიერი დაწესდება.

მოქმედი კანონმდებლობით კი მაჟორიტარულ არჩევნებზე 30-პროცენტიანი ბარიერია დაწესებული.

„საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. 2016 წლის შემოდგომაზე საპალამენტო არჩევნების ჩატარებას დღეს მოქმედი შერეული სისტემით ვაპირებთ, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. ასევე დაწესდება 50-პროცენტიანი ბარიერი. ჩვენი გეგმა 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ეს არის უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია“, -- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.