პოლიტიკა
თურქეთის მმართველი პარტია კარგავს უმრავლესობას პარლამენტში
თურქეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია - „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ - კარგავს უმრავლესობას პარლამენტში.
არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიას ერგო ხმების 41%. ეს შეესაბამება 260-მდე საპარლამენტო მანდატს, რაც 16-ით ნაკლებია უმრავლესობაზე. „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ იმედოვნებდა, რომ ამჯერადაც შეინარჩუნებდა უმრავლესობას, რის შემდეგაც აპირებდა კონსტიტუციის შეცვლას პრეზიდენტის უფლებამოსილების გასაზრდელად.
ამ გეგმის განხორციელება მოსალოდნელი აღარ არის მას შემდეგ, რაც ქურთების მთავარმა პარტიამ -"სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" - მოიპოვა ხმების 11%-მდე, ანუ საკმარისი პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 10%-ანი ბარიერის გადასალახად.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები