საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, აფხაზეთის ვირტუალური არქივი - AVA შეიქმნა. ვებ-არქივში განთავსებულია საარქივო ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა, ასევე საოჯახო არქივები. გარდა ამისა, ava.ge პირად არქივებსაც აგროვებს: დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია საიტის ადმინისტრაციას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შემდეგ სხვა მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს ეროვნული არქივი, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, ხელოვნების სასახლე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ava.ge-ს პრეზენტაციას, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში 5 ივნისს გაიმართა, გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.
მასალის გამოყენების პირობები