საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
,,კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. კაპრალი დავითაია მსახურობდა ავღანეთში ISAF-ის მისიის ფარგლებში, სადაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვა ქართველი სამხედროების გვერდით გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები