Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მთავარი პროკურატურა ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 რადიო "ათინათი" მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირველ, მე-5 და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ 2006 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები. ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბაჩანა ახალაიამ და გ. დგებუაძემ (ზედმეტსახელად "მასტერა") შეიმუშავეს გეგმა, რომლითაც საზოგადოების თვალში გაქარწყლდებოდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ხმები ახალაიას მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების შესახებ. ამ მიზნით ახალაია და დგებუაძე ახალიას კაბინეტში შეხვდნენ კანონიერ ქურდს პ. მამარდაშვილს და მას გააცნეს გეგმა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო პ. მამარდაშვილს. გეგმის მიხედვით, პატიმრების გასეირნების დროს, მას შემდეგ, რაც პატიმრები დატოვებდნენ საცხოვრებელ ფლიგელს, ე.წ. კანონიერი ქურდების პალატის წინ დაამონტაჟებდნენ ფარულ ვიდეო და აუდიო კამერას. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, აღნიშნულ დერეფანში ჩამოიყვანდნენ პატიმარ ზურაბ ვიბლიანს, რომელიც დაწესებულების კრიმინალურ წრეებში მოიაზრებოდა, როგორც დაწესებულების ე.წ. მაყურებელი. პ. მამარდაშვილს, როგორც კანონიერ ქურდს ფარული კამერის წინ ვიბლიანთან უნდა ესაუბრა დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტებისათვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც უნდა დაედანაშაულებინა ბაჩანა ახალაია. ამის შემდეგ კი, ახალაიას ხელოვნურად დისკრედიტაციის მიზნით, უნდა დაევალებინა, ზ. ვიბლიანისათვის, რომ მას შეერჩია რომელიმე გახმაურებულ საქმეზე საზოგადოებისათვის ასე თუ ისე ცნობილი პატიმარი, რომელიც იმავდროულად იქნებოდა მათთვის სანდო კაცი. ზ. ვიბლიანს ამ პატიმრისთვის უნდა შეეთავაზებინა, რომ საკუთარ სხეულზე მიეყენებინა რაიმე სახის მსუბუქი დაზიანება, შემდგომ ეჩივლა უფლებადამცავ ნანა კაკაბაძესთან და ამ დაზიანების მიყენებაში დაედანაშაულებინა ბაჩანა ახალაია. ახალაიას გეგმით, პ. მამარდაშვილსა და ზ. ვიბლიანს შორის შემდგარი საუბარი ჩაიწერებოდა ფარული კამერით. მას შემდეგ, რაც ზ. ვიბლიანის მიერ შერჩეული პატიმარი მიიყენებდა დაზიანებას და იჩივლებდა ნ. კაკაბაძესთან, რომელიც თავის მხრივ, ამ ფაქტს პრესაში და ტელევიზიაში გააცხადებდა, ამ მომენტში ბაჩანა ახალაია გამოაქვეყნებდა პ. მამარდაშვილსა და ზ. ვიბლიანს შორის შემდგარი საუბრის ვიდეო და აუდიო ჩანაწერს, რითაც საზოგადოებას მოატყუებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ინსცენირებულია კრიმინალური ავტორიტეტების მიერ.

ბაჩანა ახალაია პეტრე მამარდაშვილს დავალების შესრულების შემთხვევაში დაჰპირდა დახმარებას უზენაეს სასამართლოში, სადაც მას გასაჩივრებული ჰქონდა ქ. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები. პ. მამარდაშვილი იძულებული იყო დათანხმებოდა შეთავაზებულ წინადადებას. მართლაც, ახალაიას გეგმისამებრ შედგა მამარდაშვილის შეხვედრა ვიბლიანთან, თუმცა ვიბლიანმა არც კი მოუსმინა მამარდაშვილს, ისე გაეცალა.

გეგმის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ბ. ახალაიამ 2006 წლის 25 მარტს წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. მან წერილში იცრუა, რომ თითქოს მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 2006 წლის 25 მარტს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული "კანონიერი ქურდების" მიერ იგეგმებოდა არეულობის მოწყობა და პროკურატურისაგან მოითხოვა ნებართვა ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერაზე მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2006 წლის 25 მარტს გამოიტანა დადგენილება ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის გადაუდებელი გამოყენების შესახებ. იმავე დღეს სამკურნალო დაწესებულების ე.წ. "ქურდების ფლიგელის" დერეფანში და კამერაში დამონტაჟდა ფარული კამერა. ბ. ახალაიას მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, პატიმრების, მათ შორის პ. მამარდაშვილის პალატაში დაბრუნების შემდეგ დაწესებულების დირექტორის მ. სინაურიძის განკარგულებით პ. მამარდაშვილის საკანში შეიყვანეს პატიმარი ზურაბ ვიბლიანი, რომელმაც არ იცოდა მისი იქ მიყვანის მიზეზი, თუმცა მამრდაშვილმა ახალაიას დავალება არ შეასრულა და კამერის წინ არაფერი თქვა.

ფირის მოსმენის შემდეგ ბ. ახალაია დარწმუნდა, რომ პ. მამარდაშვილმა დავალება არ შეასრულა, გადაწყვიტა მისთვის და ზ. ვიბლიანისათვის ანგარიშის გასწორება. 2006 წლის 27 მარტს ღამის 01 საათზე იგი მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, მე-7 საპყრობილის დირექტორთან გიორგი ფოლადაშვილთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მიეყვანათ მსჯავრდებულები პ. მამარდაშვილი და ზ. ვიბლიანი. მან ასევე მოითხოვა დირექტორის კაბინეტში ამავე დაწესებულების პატიმრების გიორგი ავალიანის და ლევან ცინდელიანის მიყვანაც, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ პ. მამარდაშვილთან და ზ. ვიბლიანთან, თუმცა მათი გამოძახება ემსახურებოდა ახალიას განზრახვას, რომ შეენიღბა შეუსრულებელი დავალების გამო მამარდაშვილისა და ვიბლიანისათვის ანგარიშის გასწორების მიზანი. დირექტორის კაბინეტში შეყვანილ პ. მამარდაშვილს ბ. ახალაიამ აჩვენა მის ხელთ არსებული ვიდეოფირი და უთხრა, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო იგი უნდა დასჯილიყო. ამის შემდეგ მეგის ქარდავამ პ. მამარდაშვილს, მისი როგორც კრიმინალური ავტორიტეტის დამცირების მიზნით, სხვა პატიმრების თვალწინ დაუწყო თმების შეჭრა. შეჭრილ თმებს უწყობდა ჯიბეში. ამის შედეგ ახალაიამ პატიმრების გამოწვევის მიზნით რიგ-რიგობით ჰკითხა ზ. ვიბლიანსა და გ. ავალიანს თუ რა დღე, რა რიცხვი და რომელი წელი იყო, რაზედაც ავალიანმა მიუგო, რომ ეს თვითონ ახალაიამაც იცოდა. ამ პასუხზე ახალაიამ სახეში შეაფურთხა გ. ავალიანს. გ. ავალიანმა საპასუხოდ ახალაიას ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ბ. ახალაიამ, რ. ჭარბაძემ, მ. ქარდავამ და სპეცრაზმის თანამშრომლებმა დაუნდობლად სცემეს გ. ავალიანს, ზ. ვიბლიანსა და პ. მამარდაშვილს. პარალელურად, ბ. ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა საჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ნაცემი პატიმრები გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც ასევე მიიყვანეს პატიმარი ლევან ცინდელიანიც. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზ. ცინდელიანს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები მ. ზედელაშვილი და ნ. მახარაძე.

ბაჩანა ახალაიას და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელთა ამგვარ უკანონო ქმედებას დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი რაც ციხის ბუნტში გადაიზარდა. კერძოდ, იმავე ღამით პატიმართა მღელვარებას ადგილი ჰქონდა მეზობელ N5 და N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ამ დანაშაულის ჩადენის გამო ბაჩანა ახალაია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორატად გამოყენება) 2006 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს 1999 წლის რედაქციით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.