პოლიტიკა
94 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 წლის განმავლობაში შეეძლებათ

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა ერთი წლით, 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ. დადგენილება მთავრობამ 2015 წლის 8 ივნისს მიიღო.

დადგენილების მიხედვით იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში 365 დღით დარჩებიან, 94 ქვეყნისგან შედგება. მათ შორისაა: ბრაზილია, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, დანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ტაჯიკეთი, უზბეკეთი,  ქუვეითი, ბოტსვანა, კვიპროსი და სხვები.

ამ ქვეყნებს შორის კვლავ არ მოხვდა ის 24 ქვეყანა, რომელთაც 2014 წლის სექტემბერში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გაუუქმდა. ამ ქვეყნებს შორისაა ირანი, ერაყი, ჩინეთი, პერუ, ჩილე, ბოლივია და გვატემალა, ნევისის ფედერაცია, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა.

საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილებით გააუქმა 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება"იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“. ამ დოკუმენტით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ეზღუდებოდათ. მათ 180 დღის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით ჰქონდათ ქვეყანაში დარჩენის უფლება. ამჯერად ეს ვადა გაიზარდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.