საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში გაიმართება.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დილიდან ასევე მთავრობის კანცელარიაში პრემიერ–მინისტრის სხვა შეხვედრებია დანიშნული.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და მედიისთვის დახურული იქნება. სამუშაო შეხვედრის კადრებს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერის პრესსამსახურების კამერები გადაიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი შეხვედრის ერთი-ერთი მთავრი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც.
მასალის გამოყენების პირობები