პოლიტიკა
ევროკომისია სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის დამატებით სამ მილიონამდე ევროს გამოყოფს
ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დასახმარებლად დამატებით თანხას გამოყოფს. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. "სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

"ჩემი ფიქრები ამ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებთანაა. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მზად არის დაეხმაროს თბილისში ოჯახებს თავიანთი სახლების ხელახლა აგებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ეს წვლილი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება იმათ მიმართ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ" ,- განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა. 

ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.  "აღნიშნული თანხა დაეხმარება საქართველოს "წითელ ჯვარს" და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაზარალებულებს დახმარებას აწვდიან, მათ შორის საკვებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა თეთრეული და სამზარეულო აღჭურვილობა, ასევე წყალს, ჰიგიენის საშუალებებს და სამედიცინო დახმარებას", - წერია განცხადებაში. 

ევროკომისრის კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში, ხრისტოს სტილიანიდესის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება იმ არაერთ ოჯახს მოხმარდება, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.