პოლიტიკა
დანიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
"ბიბისის" ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით ყოფილი პრემიერის, ლარს ლოკე რასმუსენის პარტიამ მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია დაამარცხა. დანიის პრემიერ-მინისტრმა, ჰელე ტორნინგ-შმიდტმა დამარცხება აღიარა და პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა. "მე დანიის პირველი ქალი პრემიერი ვიყავი, თუმცა არ ვიქნები ბოლო. ხვალ მივალ დედოფალთან და ვეტყვი მას, რომ მთავრობა გადადგება. ახლა ლარს ლოკე რასმუსენზეა დამოკიდებული სცადოს სამთავრობო კოალიციის ფორმირება", - განაცხადა პრემიერმა.
ლარს ლოკე რასმუსენის პარტიას ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის სხვა პარტიასთან მოუწევს მოლაპარაკებების გამართვა. ჯერ უცნობია თუ რომელი პარტია იქნება ეს. რასმუსენმა, რომელიც დანიის პრემიერის პოსტს 2009-2011 წლებში იკავებდა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის კონტროლს დაუთმობს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები