საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს იმ პროცესებში, რაც სასამართლოში განხორციელდა, დიდ წვლილი აქვს შეტანილი.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან დაახლოებით საათნახევრიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი. მისი გაცნობა ჩემი სურვილი იყო, საუბარი შეეხებოდა იმას, რომ სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ახალი გუნდისგან და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ეს იყო საუბრის ძირითადი თემა. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმების გატარება აუცილებელია. ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა და თანახმაა, იმისმიუხედავად, რომ ეს იუსტიციის სამინისტროსგან, ახალი გუნდისგანაა ინიცირებული, იგი ამ რეფორმების 80%-ზე მეტს ეთანხმება და მას გააჩნია ობიექტური კითხვები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, იგი კარგად იცნობს კოტე კუბლაშვილის ბიოგრაფიას და წარსულს და მიაჩნია, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ მას თავმჯდომარის თანამდებობა იმ დროში, რაც დარჩა, ღირსეულად დაასრულოს. ივანიშვილის თქმით, მან კუბლაშვილს იმის გარანტია მისცა, რომ სასამართლოზე მთავრობა ზეგავლენას არ მოახდენს, მისივე თქმით საუბარი კუბლაშვილის იმპიჩმენტს არ შეხებია.
მასალის გამოყენების პირობები