პოლიტიკა
ერევანში საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს
სომხეთის დედაქალაქში არეულობაა. გამთენიისას ერევანში პოლიციამ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები წყლის ჭავლის მეშვეობით დაშალა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც. ათასობით მოქალაქემ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. ღამით დემონსტრანტები რამდენჯერმე გააფრთხილეს და მათ აქციის შეწყვეტა ურჩიეს. დარბევა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ერევანში დემონსტრაციას ქალაქი გიუმრი და სევანის მოსახლეობაც შეუერთდა. ამჟამად ტერიტორიას პრეზინდეტის სასახლის წინ ასუფთავებენ, თუმცა აქციის მონაწილეები საღამოს შეკრებას ისევ აპირებენ.
ერევანში ათასობით დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც ელექტროენერგიის მზარდი ფასის გაპროტესტების მიზნით გაიმართა. დემონსტრანტებმა მჯდომარე აქცია მოაწყვეს, სპეცრაზმმა მათ საშუალება არ მისცა გზა გაეგრძელებინათ სამთავრობო ოფისების მიმართულებით. ვითარება დაძაბული იყო, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცები ჟურნალისტების გაძევებას ცდილობდნენ. პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოვიდა დემონსტრანტების მცირე ჯგუფთან შეხვედრის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები მსვლელობას შეწყვეტდნენ - თუმცა მისი წინადადება უარყოფილ იქნა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები