პოლიტიკა
ერევანში აქციის დაშლის დროს დემონსტრანტები დაშავდნენ
ერევანში აქციის დაშლის დროს 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 პოლიციელი, 7 კი დემონსტრანტია. "ინტერფაქსის" ცნობით, მათი ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაწილს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. 
სომხეთის პოლიციის უფროსის, აშოტ აგარონიანის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 237 აქტივისტი დააკავეს. როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, დემონსტრაციის ადგილას მათ ცივი იარაღიც აღმოაჩინეს. დღეს დილით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებთან რანდენიმე საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, პოლიციამ ერევნის ცენტრში შეკრებილი ასობით მომიტინგის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სერჟ სარგისიანთან შეხვედრას ითხოვნდნენ. 
საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობა "არა ქურდობას" მართავდა. ერევნის პოლიციის წარმომადგენელმა, ვალერი ოსიპიანმა აქციის დაშლის დაწყებამდე დემონსტრანტებს მოუწოდა დაეტოვებინათ ცენტრალური მოედანი.  "მე გაძლევთ 10 წუთს ტერიტორიის დატოვებისთვის. თქვენი ქმედებები უკანონოა. სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობა გვაძლევს უფლებას, ძალა გამოვიყენოთ" , - განაცხადა ვალერი ოსიპიანმა. 
ერევანში 19 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქცია ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ქვეყნის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფი 17 ივნისის გადაწყვეტილებით გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.