"სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენებას შესაძლოა უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყოლოდა".- ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ოპონენტების ბრალდებებს. თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განცხადება აეროპორტში გააკეთა,საიდანაც ბრიუსელში გაემგზავრა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და ევროპის პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. თავდაცვის მინისტრი ასევე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, რომელშიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები