პოლიტიკა
აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
"თანასწორობის მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა. გეი და ლესბოსელ წყვილებს ქორწინების უფლება ეძლევათ, ისევე, როგორც სხვა დანარჩენებს“, - აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელშიც თეთრი სახლი ცისარტყელას ფერებშია გამოსახული. ცისარტყელას ფერები ლგბტ საზოგადოების მრავალფეროვნებას გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ ერთსქესიანთა ქორწინება ამერიკის მხოლოდ 14 შტატში არ იყო დასაშვები. იმ შტატების რიცხვი, სადაც ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება ნებადართულია, სწრაფად 2013 წლის შემდეგ გაიზარდა, როცა უზენაესმა სასამართლომ იმ კანონის ნაწილი გააუქმა, რომელიც ერთი სქესის წყვილებს ფედერალური დახმარებით სარგებლობას უკრძალავდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები