პოლიტიკა
თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: გიორგი ყანჩელი, თეიმურაზ მეშველიანი და ზურაბ ბოჭორიშვილი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი საწარმოს თავმჯდომარე გიორგი ყანჩელი, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი თაღლითური სქემით, სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელზე სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ სახელფასო ცნობებს, რითაც დასაქმებულად აფიქსირებდნენ ათეულობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ყალბი სახელფასო ცნობების გამოყენებით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან დაზარალებულთა სახელით მართლსაწინააღმდეგოდ იღებდნენ და ისაკუთრებდნენ დიდი ოდენობით სესხის სახით მიღებულ თანხებსა და განვადებით გამოტანილ ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რითაც ათეულობით მოქალაქე დააზარალეს.  საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის I ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.